იმპლანტი
დენტალური იმპლანტი ეს არის "ხელოვნური ფესვი" დამზადებული ბიოინერტული მასალა ტიტანისგან. რომელიც იხრახნება ყბის ძვლოვან ქსოვილში და შემდგომ მასზე ფიქსირდება ხელოვნური გვირგვინი. ეს შეიძლებ
ა განხორციელდეს ერთი კბილის დაკარგვის შემთხვევაში, რამდენიმე კბილის არქონისას ან სრულიად უკბილო ყბაზეც.
პირის ღრუს დეფექტების აღდგენის სხვა მეთოდებთან შედარებით იმპლანტაციას აქვს მთელი რიგი უპირატესობები: არ საჭიროებს საღი კბილების დეპულპაციას, პაციენტი ისე ეგუება და იყენებს იმპლანტს როგორც საკუთარ კბილს, მასზე მარტივია გვირგვინის დამაგრება. ერთი იმპლანტის ჩასმას სჭირდება ადგილობრივი ანესთეზია და დაახლოებით 20-25 წუთი.
იმპლანტის დახმარებით შესაძლებელია მთლიანად უარი ვთქვათ მოსახსნელი პროთეზის გამოყენებაზე. მთლიანობაში იმპლანტი შეადგენს რთულ ანაწყობს: იმპლანტი + აბატმენტი + გვირგვინი, რომლებიც ერთმანეთთან ისე არიან დაკავშირებულები, რომ რაიმე პრობლემის განვითარების შემთხვევაში, ადვილი იყოს მათი გამოცვლა.
გარანტირებული სტერილურობა და სრული ინფექციური კონტროლი.
![]() |
![]() |
![]() |