ნეილონის(ელასტიური) პროთეზი

ნეილონი ნახევრადგამჭვირვალე ელასტიური მასალაა. ის მედიცინაში ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით ქირურგიაში (ხელოვნური ძარღვების, სარქველების, არტერიების დასამზადებლად). ნეილონის პროთეზი  ფლობს უნიკალურ ესთეტიკას,  არის ძალიან მსუბუქი, პრაქტიკულად შეუმჩნეველი, არ საჭიროებს გასაკუთრებულ მოვლას და მასთან შეგუება ადვილია. ის კარგ იმიტაციას უკეთებს პირის ღრუს ლორწოვან გარსს. ჩვეულებრივი აკრილური კბილის პროთეზებისგან განსხვავებით, ნეილონი არ შეიცავს მონომერებს, რის გამოც ის შეუცვლელია ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებისთვის. ნეილონის პროთეზების უნიკალურობა მდგომარეობს მასში, რომ ნაკლული კბილების აღსადგენად არ საჭიროებს გვერდზე მდომი კბილების დაქლიბვას და დამუშავებას. ნეილონის პროთეზი არ შეიცავს ლითონის კონსტრუქციებს ასეთი პროთეზების საყრდენ კბილებთან ფიქსაცია ხდება რბილი, ნეილონის კლამერებისსაშუალებით, რომლებიც მთლიანი პროთეზის გაგრძელებას წარმოადგენენ და არ ჩანან ღიმილის დროს. ნეილონის პროთეზი მკვრივია და უძლებს დიდ დატვირთვას. მისი გატეხვა საკმაოდ ძნელია, ამასთან პროთეზი პლასტიური, რბილი და მსუბუქია, რაც აგარიდებთ სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნებას პირის ღრუში. ნეილონი აბსოლუტურად არაჰიგროსკოპიული ნივთიერებაა, იგი არ იწოვს წყალს და სუნებს, ე.ი. იგი დაცულია დაავადების გამომწვევი მიკრობებისაგან. ჩვენს კლინიკაში დაგიმზადებთ ნეილონის პროთეზს მხოლოდ ვალპლასტის სისტემით (Valplast, USA) 
 

გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.