ბიუგელისებური პროთეზი

ბიუგელისებური პროთეზი (გერმანული "Bugel" რაც ნიშნავს ,,რკალს") გამოიყენება კბილების ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში და იძლევა საშუალებას გადავანაწილოთ საღეჭი ძალა ღრძილსა და საყრდენ კბილებზე. ეს მოსახსნელი პროთეზის ნაირსახეობა შეიძლება შესრულდეს ცალკეც და ლითონ-ფაიფურის კონსტრუქციასთან ერთადაც.

რკალოვანი პროთეზი შედგება პლასტმასის კბილებისაგან, ხელოვნური ღრძილისა და ლითონის კარკასისაგან. მაგრდება დარჩენილ კბილებზე კლამერების, ან ატაჩმენების დახმარებით.პროთეზის ასეთი ფიქსაცია მყარი და საიმედოა, მათი პირის ღრუდან ამოვარდნა კი შეუძლებელია. რკალოვას პროთეზთან შეგუება სხვა სახის მოსახსნელი პროთეზებისგან განსხვავებით უფრო სწრაფად ხდება. რკალოვანი პროთეზი სრულად და საიმედოდ აღადგენს დანაკლის კბილებს. 

 

გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.