ცირკონოკერამიკა CAD/CAM

კერამიკა ცირკონიუმის დიოქსიდზე - (ZrO2) საუკეთესო მასალად ითვლება ხელოვნური გვირგვინების შესაქმნელად. ბიოინერტულობის გამო ეს მასალა გამოიყენება ტიტანის ალტერნატივად იმპლანტანტების დამზადებისას. მაღალი სიმტკიცე, ესთეტიურობა და ბიოშეთავსება ცირკონის დიოქსიდს ხდის პროთეზირებისათვის საუკეთესოს. ცირკონის კბილს გააჩნია უნიკალური თვისება, გაატაროს სინათლის სხივი ბუნებრივი კბილის მსგავსად. (დისპერსია, გარდატეხის მაჩვენებელი და ფერების თამაში უფრო მეტი აქვს, ვიდრე ბრილიანტს)

გვირგვინების დამზადებისას ცირკონის დიოქსიდის თეთრი კარკასიიფარება ფაიფურით, შედეგად მიიღება მაღალი ესთეტიური მახასიათებლების მქონე კბილები. ცირკონის დიოქსიდი სანდო, ინოვაციური და ეფექტური მასალაა, გამოყენების ფართო სპექტრით.

ცირკონის გვირგვინები და უმეტალო კერამიკის პროთეზები მზადდება CAD/CAM ტექნოლოგიით (Computer Assisted Design/Computer Aided Manufacturing). ეს კბილების მოდელირებიდან, კარკასის დამზადებამდე სრული კომპიუტერიზირებული პროცესია, რაც თავისმხრივ  გამორიცხავს ნებისმიერ შეცდომას. 

 

 

 

 

 

გარანტირებული სტერილურობა  და სრული ინფექციური კონტროლი.