3.ორსულობა და სტომატოლოგია

ორსულობა დედის ორგანიზმში მიმდინარე უდიდესი ფიზიოლოგიური ძვრების მიზეზია. ამ დროს წარმოქმნილი ყველა პრობლემა პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს ახალშობილის ზრდა-განვითარებაზე. ამიტომაც არის აუცილებელი პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება ორსულობამდე, მათ შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირის ღრუს მდგომარეობას.

ორსულობის პირველივე კვირას უნდა დადგეს დღის წესრიგში სტომატოლოგთან ვიზიტი. Aამ დროს ქალბატონებს აღენიშნებათ მადის მომატება, გულის რევისა და ღებინების შეგრძნება, რაც იწვევს ნერწყვის მჟავიანობის მომატებას. ეს შეიძლება გახდეს მიზეზი პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლების. ორსულთათვის კი ნებისმიერი სახის ბაქტერია რისკ ფაქტორია. ცნობილი ფაქტია, რომ ნაყოფს ზრდა-განვითარებისათვის ბევრ სხვა ელემენტთან ერთად დიდი რაოდენობით კალცი ესაჭიროება. თუ კვების რაციონი არადამაკმაყოფილებელია, მაშინ კბილის ემალი შეიძლება გახდეს წყარო კალციუმისა, რაც თავის მხრივ კარიესის განვითარების წინა პირობაა.

სასქესო ჰორმონთა მაღალი კონცენტრაცია უარყოფითათ მოქმედებს ღრძილების მდგომარეობაზე: ირღვევა სისხლის მიმოქცევა, მცირდება დინების სიჩქარე, იზრდება სისხლძარღვის კედლის განვლადობა, რაც იწვევს შეშუპებას, ღრძილების შეწითლებას და სიხლდენას.

ორსულთა გინგივიტის სახელწოდებით ცნობილი აღნიშნული მდგომარეობა უფრო მძიმდება არა სრულფასოვანი ჰიგიენის დროს. აღწერილი ცვლილებები თავს იჩენს ძირითადად ორსულობის მეორე თვიდან. თუ დროულად არ მოხდა გინგივიტის მკურნალობა, დაავადება გრძელდება მშობიარობის შემდეგაც, თუმცა სიმძიმე საგრძნობლად მცირდება. მცდარია შეხედულება, თითქოს ორსულობისას არ შეიძლება კბილის მკურნალობა, პროფესიული ჰიგიენური პროცედურების ჩატარება და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი დიდ პროფესიონალიზმს საჭიროებს ექიმის მხრიდან.

ყველაზე უსაფრთხო პერიოდი სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩასატარებლად არის ორსულობის მეორე ტრიმესტრი (12-28კვირა). საჭიროების შემთხვევაში პირველ და მესამე ტრიმესტრშიც ინიშნება სტომატოლოგთან ვიზიტი, რათქმაუნდა მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, რომელიც ძირითადად მოიცავს პირველად დახმარებას. ტკივილის კუპირებისაკენ მიმართული მანიპულაცია ჩატარებული უნდა იქნეს ისე, რომ მშობიარობის შემდეგ პაციენტმა ყოველგვარი გართულების გარეშე შეძლოს მკურნალობის დასრულება.

უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი სტომატოლოგიური მანიპულაცია არ აყენებს ნაყოფს იმდენ სტრესს, რამდენსაც დედის მიერ განცდილი ტკივილი. თანამედროვე სტომატოლოგია გაუტკივარების გარეშე წარმოუდგენელია. არტიკაინის ჯგუფის საანესთეზიო საშუალებები მინიმალური დოზით აღწევს პლაცენტარულ ბარიერს. საინექციო ხსნარი ორსულთათვის არ უნდა შეიცავდეს ადრენალინს ტონუსის თავიდან აცილების მიზნით.

მეძუძური დედების საყურადრებოთ უნდა ითქვას, რომ ზემოთ აღნიშნული საანესთეზიო საშუალება ორგანიზმიდან ძალზედ სწრაფად გამოიყოფა, რის გამოც დედის რძეში კლინიკურად უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება. ამიტომაც არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მნიშვნელოვანია რენტგენის საკითხი ორსულთათვის. უმჯობესია თუ პირველ ტრიმესტრში თავს შევიკავებთ მსგავსი პროცედურისგან და გადავდებთ მას შემდგომი პერიოდისათვის. თუმცა უნდა ითქვას, რომ თანამედროვე რადიო-ვიზიოგრაფი წერტილოვნად მოქმედებს, ხოლო დასხივების დოზა მინიმალურია ექსპოზიციის დროის შემცირების ხარჯზე. დამცავი საშუალებების (წინსაფრის) გამოყენებისას კი ნაყოფის დასხივება ნულამდე დადის.

ასე, რომ ნუ შეგაშინებთ ორსულობისა წარმოქმნილი უსიამოვნო სიურპრიზები. სტომატოლოგიური ცენტრი ,,მიულერდენტ”-ი მზადაა თქვენი და თქვენი პატარას დასახმარებლად.